|
2023-02-17 12:41:47, 740 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომსახურების სააგენტოს ესტუმრა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. შსს-ს ცნობით, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში - ილია გიორგაძე. "ესპანეთის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურა. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განხორციელდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)