|
2023-02-16 09:11:40, 1377 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს
ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იარაღითა და საბრძოლო მასალებით უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა უნდა გაგრძელდეს. „უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის ახალ შეტევებს იწყებს და მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იღებს. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც ტერიტორიების დასაბრუნებლად და გასამარჯვებლად სჭირდებათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)