01:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 09:11:44, 1573 ნახვა

ომი უკრაინაში
დუდა - თუ უახლოეს კვირებში უკრაინაში სამხედრო ტექნიკას არ გავგზავნით, პუტინი გაიმარჯვებს

რუსეთს შეუძლია ომი მოიგოს, თუ დასავლეთი უკრაინას სასწრაფოდ არ მიაწვდის ყველა საჭირო იარაღს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა .

მისი აზრით, დასავლეთი ბოლომდე არ აცნობიერებს რუსეთისგან წარმოქმნილ საფრთხეს. 

"როდესაც ემანუელ მაკრონი საუბრობს პუტინზე, მან შეიძლება იფიქროს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია პუტინთან შეთანხმება. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს რუსეთის შესაჩერებლად, არის უკრაინის მხარდაჭერა,"- თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას ათიათასობით ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ. 

„მათ არ აქვთ თანამედროვე სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჰყავთ ხალხი! თუ უახლოეს კვირებში უკრაინაში სამხედრო ტექნიკას არ გავგზავნით, პუტინი გაიმარჯვებს. მას შეუძლია გაიმარჯვოს და ჩვენ არ ვიცით სად გაჩერდება",- განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ომის დაწყებიდან რეკორდული დანაკარგი განიცადა . ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics