20:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 17:38:09, 918 ნახვა

საზოგადოება
„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ - ეროვნულ გალერეასთან მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ასევე კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცხადებენ, რომ საქმის აღძვრა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ცენზურის მცდელობას წარმოადგენს.

"მე არ მგონია, რომ ჩვენ წულუკიანი ამ ხერხებით შევაკავოთ, თუმცა ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგმა ხელოვანმა ან ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც მოუნდება პროტესტის გამოხატვა, იცოდეს, რომ იქნება დაცული და საზოგადოება მის გვერდზე იდგება. ეს იყო წულუკიანის მხრიდან დაშინების მცდელობა და ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, რადგან პირიქით, საზოგადოების ძალიან დიდი კონსოლიდაცია მოხდა. წულუკიანს არაფერი არ უშველის, გარდა გაგდებისა", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics