05:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 21:58:14, 1345 ნახვა

მსოფლიო
თურქეთ-სომხეთის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარებისთვის

თურქეთ-სომხეთის საზღვარზე ალიჯანის გამშვები პუნქტი შაბათს გაიხსნა პირველად 35 წლის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით. სომხეთის დახმარება მიწისძვრის ზონაში, რომლის ეპიცენტრი თურქულ კაჰრამანმარაშია უკვე ჩავიდა.

სომხეთში შეგროვებული ჰუმანიტარული მარაგი, ხუთ სატვირთო მანქანაზე, სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად, საგუშაგოს გავლით თურქეთში გავიდა.

სომხეთის დელეგაციას თურქეთის პროვინცია იგდირში შეიარაღებული ძალების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ დელეგაცია სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

თურქეთ-სომხეთის საზღვარზე ალიჯანის გამშვები პუნქტი 1988 წლის მიწისძვრის დროს სომხეთში ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებას გამოიყენებოდა. ამ დროს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მეშვეობით შეგროვებული დახმარება სომხეთში სტიქიის ზონაში გადაიტანა.

თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში, ელჩმა სერდარ კილიჩმა თავის სომეხ კოლეგას რუბენ რუბინიანს Twitter-ზე მადლობა გადაუხადა.

„28 კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარდა, დღეს დილით ალიჯანის საგუშაგოზე სომეხი ხალხის მიერ შეგროვებული 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (საკვები, მედიკამენტები და წყალი) გადავიდა. დახმარება გაიგზავნა ადიამანის პროვინციაში“, - წერს დიპლომატი.

თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მქონე სატვირთოებმა სომხეთ-თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს და სტიქიის ზონისკენ გაემართნენ. "მიხარია, რომ შევძელი დახმარება", - წერს რუბინიანი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics