13:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 23:20:42, 1150 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა

საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას 2024 წლისთვის ექნება ის შესაძლებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს და თუ მმართველი პარტია კვლავ შეეცდება მანიპულაციის გზით არჩევნების შედეგების შეცვლას, საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ შექმნას ის ატმოსფერო, რაც უკრაინაში მაიდანის დროს იყო.

"მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და ცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული და წაგებული შეცვალა, ეს სრულიად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე მოკლე გზა არის, ახლა როგორც ჩანს, იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის ვიდრე იყო 2020-ში, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს, მაგ მომენტისთვისაც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც იყო უკრაინაში მაიდნის დროს. ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ არ ვიქნებით მზად, ახლავე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა. და ჩვენ, ევროპული საქართველო ამის საწინააღმდეგო კამპანიას ვეწევით", - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics