21:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 13:44:46, 873 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს პირადად მიუსამძიმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

თავდაცვის სამინსტროს ცნობით, მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

თავდაცვის სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics