13:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 11:27:03, 1148 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტმა ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც ენმ-ის წარმომადგენლები გვლანძღავენ

საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე,  - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში „იმედი LIVE”.

მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ტრენდის გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც.

„ორი დღის წინ მას [ სალომე ზურაბიშვილს] ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს,განახორციელოს, ვინაიდან მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა არგუმენტით  თქვა, არ შევიწყალებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. ამასობაში, ზუსტად იგივე მესიჯბოქსით, როგორც გვლანძღავენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ერთი-ერთში გაგვლანძღა. უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აქ ალბათ მთავარია კომპლექსი მე მას ახლა არ შევიწყალებ -  დამნაშავე, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე -  ვითომ დააბალანსა. შენ რომ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი, ჩვეულებრივი ამბავია.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics