13:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 09:08:18, 971 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ნატო-ს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები და საქართველომ თუ თქვა, ძალიან კარგი იქნებაო, რუსეთუმე ხარ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსეთიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტად პარადოქსული და სამწუხაროა, როდესაც ამის შესახებ გარედან ისმის კრიტიკა.

მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები და საქართველოს სხვა მჭიდრო პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ.

„გარედანაც რომ მოდის ხოლმე ეს კრიტიკა, რაღაც ჯგუფებიდან, ეს კიდევ უფრო პარადოქსული და სამწუხაროც არის, მაგრამ თან  გაგეცინება ადამიანს. ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასეთივე პარტნიორები და უფრო მჭიდრო პარტნიორები კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებით, აი ამ ქვეყნების კომპანიები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ რუსეთმა რომ სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს თავის დროზე, 2019 ში, სასჯელი რომ დაუწესა ძალიან კარგი თუ მოხსნიან, შენ რუსეთუმე ხარ. აი ეს არის ლოგიკა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE-ში.”





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics