|
2023-02-09 11:25:47, 952 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა
“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა. „ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საფოსტო მარკის „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“ პირველი ეგზემპლარი გადასცა. საქველმოქმედო საფოსტო მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე. „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.007 ერთეული. მნიშვნელოვანია „საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტები: 2022 წელს „საქართველოს ფოსტასა“ და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ წიგნად გამოცემას. საიუბილეო გამოცემას უნიკალური ფოტოები დაერთვება, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. ასევე, 2022 წლის შემოდგომაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და “საქართველოს ფოსტის” მხარდაჭერით, მიმოქცევაში ჩაეშვა საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)