06:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 12:34:09, 1148 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა დილით, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics