14:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 10:27:02, 914 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ბადრი ესებუას დაკავება სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც

ესებუას დაკავება სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრეგაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა.

"ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.

ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც",- წერს ბრეგაძე.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა დღეს გამთენიისას ზუგდიდში დააკავეს.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics