11:16 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 21:23:45, 1353 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს, არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იქ, სადაც სამართალი არსებობს

საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლები და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება.

"შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს. სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ წარმოგიდგენიათ სხვა ადამიანების საქმეზე რა გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა ეტაპები მალე იქნეს გავლილი, რომ მალე გადაიგზავნოს ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. 2-3 დღეში გასაჩივრდება ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლები და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იქ, სადაც სამართალი არსებობს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics