22:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 18:54:42, 1707 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ყოველთვის დააიგნორე მედვედევი საერთაშორისო სამართალი ნათელია - ყირიმი უკრაინაა

საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ყირიმთან დაკავშირებულ მუქარას.

მისივე თქმით, რუსეთის ოფიციალური პირებისგან მსგავსი მუქარა ტრადიციული რუსული სტილია, რომელიც მიზნად მასობრივ მკლელობებს და შეშინებას ემსახურება.

"საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. აქედან გამომდინარე, მუქარა საპასუხო დარტყმებზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მხოლოდ მასობრივი მკვლელობების განზრახვის დადასტურება და ტრადიციული რუსული სტილით შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორე მედვედევი", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი ყირიმს დაარტყავს არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ არის განადგურდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics