22:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 16:57:23, 1606 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიამ Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში ექსპორტი დაუშვა

გერმანიის მთავრობამ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის Leopard 1-ის საბრძოლო ტანკების მიწოდება დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა დაადასტურა, რომ ლიცენზია დეტალების დაკონკრეტების გარეშეა გაცემული.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბუნდესვერს ამჟამად აქვს 29 ტანკი Leopard 1, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაშია.

შეგახსნებთ, რომ მანამდე გერმანულმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung-ა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში Leopard 1 ტანკების მიწოდება სამრეწველო მარაგებიდან და მოლაპარაკებებს აწარმოებს კატარიდან 15 Gepard საზენიტო იარაღის შეძენაზე, რომელსაც კიევში გაგზავნის.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ დაამტკიცა 88 ტანკის გაგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics