00:04 - 01 Jul, 2026
|
2023-02-03 12:38:24, 887 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. კანონპროექტს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ავტობუსით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა, მიკროავტობუსით კი 10 თეთრით და 60 თეთრი გახდა. როგორც ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, საკრებულომ დამატებითი დონაციები მოიძია, რათა მგზავრობის საფასური მეტად არ გაზრდილიყო. "გამომდინარე სიტუაციიდან, მინიმალური ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდა. თავიდანვე გარკვეული მონახაზი არსებობდა, თუმცა შევამცირეთ ზრდა მგზავრობის ღირებულების და მოვძებნეთ დამატებითი დონაცია, რომ ეს არ ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული", - განაცხადა ქუთაისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)