18:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 13:27:12, 770 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს

საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს,- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, მირიამ ლექსმანმა  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ საკაშვილს რამე დაემართება ციხეში, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება.

„ძვირფასო კოლეგებო, ბატონ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა. საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს და ის რასაც, ჩვენ ვხედავთ, ისინი არ დგავენ სათანადო ნაბიჯებს. მე კიდევ ერთელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოიმოქმედონ ყველაფერი, რათა გადაარჩინონ სააკაშვილის სიცოცხლე გადადების გარეშე. პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართება ციხეში ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება“,- განაცხადა ლექსმანმა.

ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება.

1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.   

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics