|
2023-02-02 11:57:10, 780 ნახვა
საზოგადოება
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ, - ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა საავტობუსო ზოლში გადასვლა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეძლონ. „პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, აიყვანონ მგზავრი ან ჩამოსვან. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, თეთრი ფერის, შესაბამისი მანიშნებლით აღჭურვილი ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)