|
2023-02-01 17:13:11, 967 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ყოფილი დირექტორი დააკავა. გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა" და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით. „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" დირექტორმა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)