01:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:15:42, 834 ნახვა

საზოგადოება
წულაძე სააკაშვილზე - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, - ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, წულაძემ თქვა, რომ კახექსია დემენციაზე მძიმე დაავადებაა.

"კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა, რაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება. დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა. წერია ერთ-ერთ დასკვნაში - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მერე მოკვდება ადამიანი და მეტს ვეღარ გაუძლებს", - თქვა თენგიზ წულაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics