|
2023-02-01 10:01:04, 877 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში სექტორის გამოწვევებზე საუბრობს
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ხელმძღვანელს შეხვდა. დავით ფერაძემ ალბერტო მაცოლას საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და კომპანიის შედეგები გააცნო. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ევროდირექტივებსა და ევრორეგულაციებთან მიახლოების საკითხები და პროგრესი განიხილა, ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რა პროცესებს გადის ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა. მხარეებმა შეხვედრაზე სექტორულ ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება. ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ხელმძღვანელმა საქართველოს რკინიგზას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროდირექტივების შესრულების პროცესში, მზად არის კომპანიის მენეჯმენტს ევროპული ქვეყნების მაგალითზე საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. დაგეგმილი რეფორმების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთთანმშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაიგეგმა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების პარტნიორი სახელმწიფოა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)