|
2023-01-31 13:06:36, 1603 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - ჩვენ რომ საკმარისად მამაცი ვყოფილიყავით და უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, ამ ომს თავიდან ავიცილებდით
ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული,- აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Washington post-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის 2008 წელს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. "ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ NATO-ში გვაქვს "ღია კარის" პოლიტიკა და რომ მათ აქვთ უფლება "აირჩიონ საკუთარი ბედი" და რომ რუსეთს არ უნდა შეეძლოს ვეტოს გამოყენება. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღიად ვანიშნებდით მოსკოვს, რომ უკრაინა არასოდეს გაწევრიანდება ალიანსში, რადგან NATO-ს ამდენი წევრი თავად გამოიყენებს ვეტოს. პრინციპში: კი, პრაქტიკაში: არა - ეს იყო მესიჯი. და რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? რას მივაღწიეთ რბილად ლაპარაკით? შედეგი არის ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედი და ოცნება. მან ასევე გაანადგურა მის მიმართ თანაგრძნობის ან მისი პარანოიისადმი იუმორით შეხედვის ძალიან მცირე მიზეზიც კი",- წერს ჯონსონი. ჯონსონის თქმით, პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ არ სურდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება, არამედ რადგან მას სურდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. "პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ ფიქრობდა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. ის თავს დაესხა უკრაინას, რადგან სჯეროდა - უამრავი მტკიცებულებით - რომ ჩვენ სერიოზული არ ვიყავით უკრაინის დაცვაზე. ის თავს დაეხა უკრაინას, რადგან სურდა ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენა და იმიტომ, რომ სულელურად სჯეროდა, რომ ის გაიმარჯვებდა. ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, რეალურად რომ გვეგულისხმა ის, რასაც ვამბობდით, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული",- აღნიშნულია სტატიაში. ჯონსონის თქმითვე, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს. "უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას ამ ომის დასასრულებლად სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის NATO-ში მიღების პროცესი და უნდა დავიწყოთ ახლა",- წერს ჯონსონი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)