19:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 22:41:11, 2847 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილი მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი

სააკაშვილი მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

მისივე თქმით, სააკაშვილისნაირი პრეზიდენტები მომავალში საქართველომ აღარ უნდა იხილოს და ზოგადად მისნაირი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე აღარ უნდა იყვნენ.

„სააკაშვილს იმასაც კი არ ეუბნებიან თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics