19:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 18:36:52, 874 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმან საბო - მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან - შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს

„მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, ვარაუდის დონეზე, ეს რაღაც მხრივ "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული თამაშია ახლა, როდესაც მიშა ცდილობს დისტანცირდეს პოლიტიკიდან და თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობა დაამტკიცოს, რაღაც ქმედება გახდა საჭირო, რომ დაემტკიცებინა, რომ მზად არის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და სანაცვლოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. მან დასძინა, რომ შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს.

„მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა. ან პოსტ-ფაქტუმ არის კმაყოფილი, ან წინასწარ ასე იყო გათვლილი. რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზე, მე იმ ვერსიას ვეთანხმები, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული თამაში იყო. ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაკრიტიკებ მათ ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. „გირჩი“ ყოველთვის ვიძახდით, რომ მიხეილ სააკაშვილის რაღაც სახით გამოშვების წინაპირობა რაღაც სახის პოლიტიკური შეთანხმებაა „ქართულ ოცნებასთან“. ასეთ შეთანხმებას მოველოდით კიდეც, უბრალოდ გული მწყდება, რომ თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა რაღაცნაირი სპექტაკლით რატომ გვატყუებდნენ, რომ რაღაცნაირი დაპირისპირება და პარტიის გადაბირება იყო?

მანამ, სანამ მიშა იქნებოდა ამ პარტიის ფლაგმანი, რაც არ უნდა კომპრომატების ომი ყოფილიყო, მიშას რეიტინგი მიშასთან დარჩებოდა. ახლა, როდესაც მიშა ცდილობს დისტანცირდეს პოლიტიკიდან და თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობა დაამტკიცოს, რაღაც ქმედება გახდა საჭირო, რომ დაემტკიცებინა, რომ მზად არის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და სანაცვლოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. ამ შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს“, - განაცხადა საბომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics