|
2023-01-30 17:40:12, 1174 ნახვა
სამართალი
ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამოვლინების ფაქტები 2022 წელს 24%-მდე გაიზარდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე, თითქმის 24%-ით მეტია. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. "2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია. აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19769.09 კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)