19:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 13:41:03, 769 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კირთაძემ ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული განცხადება მან არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

გიორგი კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტიაში რჩება და არსად არ მიდის.

„ბუნებრივია ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვულოცავ მის გუნდს გამარჯვებას და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას.

ძალიან მნშვნელოვანია ძლიერი ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ სხვა გვარად არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა, მთავარი ოპოზიცური პარტიის გარეშე ალბათ არავის  წარმოუდგენია.

რაც შეეხება ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას, მე ეს ადრეც ვთქვი, ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში მე ვეღარ გავაგრძელებდი ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმღვანელი. მე არსად მივდივარ, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რის გამოც ვარ ამ პარტიაში“,- განაცხადა კირთაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics