|
2023-01-29 13:20:24, 1148 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ჩვენი თხოვნაა, სააკაშვილს გადაუვადონ სასჯელი, მერე თვითონ გადაწყვეტს სად წავიდეს
ჩვენი თხოვნაა, რომ გადაუვადონ სასჯელები, მერე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა. "კრიტიკული დღეები გვაქვს, მაღალი ტემპერატურა და ხველება ძალიან ძლიერი. გადაადგილდება ინვალიდის ეტლით, ორ ნაბიჯს ვერ ადგამს აბაზანამდე. ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი. საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? არ ვიცი. იქნებ აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებს. არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!",- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, 24 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)