|
2023-01-28 11:45:18, 1204 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ. უწყების ცნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოფენაში უმეტესად ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და სხვა ქართულ პროდუქციას აცნობენ გამოფენის სტუმრებს. „ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე 16 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს აცნობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)