|
2023-01-27 17:28:55, 1169 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, იმ გამოწვევებზე იმსჯელეს რომელთა წინაშეც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წევრი სახელმწიფოები დგანან. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების, GMP და GDP სტანდარტების დანერგვისა და წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. ღონისძიებაზე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებად წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ანაზღაურების სქემის დახვეწა, ასევე ახალი მედიკამენტების დანერგვისთვის საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება განისაზღვრა. მოლდოვაში, თამარ გაბუნიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი თინა ტურძილაძე და ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო კვერნაძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)