|
2023-01-27 14:25:19, 1335 ნახვა
სამართალი
ბრიტანელი ექსპერტი - სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რისი შედეგიც არის დემენცია
მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია, - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება. ბრიტანელი ექსპერტის თქმით, სააკაშვილი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რასაც შეიძლებოდა ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა. "გამიჭირდება გითხრათ, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ის გავსინჯე 2022 წლის ნოემბერში. მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია. სამი საათი გავატარე სააკაშვილთან, შევისწავლე სრულ ფსიქიკური დაავადება, ანამნეზი. დიაგნოსტირების პროცესში გამოვიყენე ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია. ამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. სააკაშვილი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რასაც შეიძლებოდა ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი. ის იღებდა ფსიქოთერაპიული პროფილის მედიკამენტებს, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესისა და შიშების მოხსნის მედიკამენტებს, ამას სააკაშვილი არ იღებდა, რაც ინარჩუნებდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ფსიქოლოგიური მკურნალობა არ იქნება ეფექტური, თუ იქნება პაციენტი გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მე ასევე ვიცი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელსაც დემენცია აქვს, არ უნდა იყოს პატიმრობაში", - განაცხადა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)