03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 12:20:48, 1134 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება, ძლივს ჩავსვი ეტლში და მე მეუბნებიან, რომ საშუალო დონის ავადმყოფია?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ გამოტანილ დასკვნას "ზედაპირულსა და არადამაჯერებელს" უწოდებს. 

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები მაღალი დონის სპეციალისტების მიერ არის დადასტურებული. გარდა ამისა, ალასანია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე მისი ვიზუალიც მეტყველებს. 

"საქართველოში იყო ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომელიც არის. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში - ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში, წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაშია და მე მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო დონის ავადმყოფი?! ის რაც მოვისმინე იყო ძალიან  ზედაპირული და არადამაჯერებელი ჩემთვის",- განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დასკვნა ცენტრ "ემპათიას" შეადარა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics