22:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 12:59:38, 1478 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი „ქართულ ოცნებას“ - ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს

ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს,- ასე გამოეხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას.

მისი თქმით, საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები?

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს“,- წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც კიევი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics