22:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 22:29:38, 1368 ნახვა

პოლიტიკა
მელია - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სანამ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება პრობლემები

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება მეტი და მეტი პრობლემა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში.

მისივე თქმით, პარტია რეალობას თვალს უსწორებს, უბრალოდ ადამიანების ნაწილმა საკუთარი ნების წინააღმდეგ საჯარო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ეს ყოველივე პარტიის თავმჯდომარის ბრალია.

როდესაც პარტიას დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავს, ცალსახაა, რომ გაიზრდებოდა პრობლემები. წარმატებითაც რომ ჩავატაროთ ახლა არჩევნები, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება მეტი და მეტი პრობლემა. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალს ვუსწორებთ. უბრალოდ აღმოჩნდა ისე, ადამიანებმა, ნაწილმა მათგანმა, ღრმად ვარ დარწმუნებული, საკუთარი ნების წინააღმდეგ საჯარო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ეს არის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბრალი.

იცით, რომ პარტია არსებობს ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არსებობს, ის რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ჩვენ არ ვაქტიურობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ფესვებგამდგარი ღრმად, ამ ყველაფერს მივიღებდი და ახლაც მივიღე და ხედავთ, რომ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics