|
2023-01-25 12:52:41, 1036 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ გასულ წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა
უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართებით 378 ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. „წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი. უსახლკაროთა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მომართვიანობაა. დღეის მდგომარეობით, ფართებით დასაკმაყოფილებელი გვრჩება 378 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ. „უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო, ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, რაიონულ გამგეობას ან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართოთ. პროცესში ჯანდაცვის სამინისტროცაა ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)