|
2023-01-24 16:23:53, 970 ნახვა
საზოგადოება
აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მხრიდან ნიკა მელიასთვის გადაცემული მანქანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის გადაცემული მანქანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. აღნიშნული თემით უწყება პარტიის წევრების მხრიდან სატელევიზიო ეთერებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- განუცხადეს "ექსპრესნიუსს" უწყებაში. საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ საჩუქრად დავით კეზერაშვილისგან მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ნიკა მელია, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ "მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა". ხოლო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის ნაჩუქარი მანქანა, მისივე თქმით, დღემდე პარტიის ავტოფარეხშია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)