23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 16:03:20, 815 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არის აშკარა მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე

კარგად ვიცით და გვახსოვს, რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, ამ პრაქტიკის შედეგები იყო ის, რომ სასამართლო ხელისუფლება 2012 წლამდე იყო ქცეული რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

კობახიძე „ხალხის ძალის“ მიერ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არის მცდელობა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე.

„არის აშკარა მცდელობა რომ აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროა, რომ ამ მცდელობაში ნებსით თუ უნებლიედ, სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე მათ შორის, პარლამენტში ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა სუბიექტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება. ხშირად გვესმის ინიციატივები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის არის რადიკალურად მიუღებელი და ასეთ ინიციატივებს ბუნებრივია, ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics