23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 15:10:59, 990 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში ყოფნას ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო აპირებს

როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში ყოფნას ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო აპირებს, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

ხუნდაძის შეფასებით, ენმ-ი, რომლის მთავარი სამიზნეც დავით კეზერაშვილის ფულია, მილევადი პარტიაა.

"ნაციონალური მოძრაობა" მილევადი პარტიაა და ის თავის დასასრულს უახლოვდება. ჭრელი ფული უკვე არის სადაო მათ შორის და დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასებამდე. კეზერაშვილის ფინანსებს განიხილავენ მთავარ სამიზნედ და მთავარ ფუნდამენტად თუ რისთვის უნდა იყვნენ ისინი პოლიტიკაში. ისინი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში აპირებენ ფულის, მანქანებისა და გავლენების გამო ყოფნას", - აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის,"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიამ  დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად ავტომობილი მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს  ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, კეზერაშვილი მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.

ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევა სცადა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა "ის დღემდე ენმ-ის ავტოფარეხში დგას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics