|
2023-01-24 13:50:38, 910 ნახვა
საზოგადოება
40 დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები. "ამ ეტაპზე „ქართლში“ მცხოვრები 140 ოჯახიდან 100-მდე ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებულია. დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. 2023 წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)