05:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 12:50:15, 920 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - საერთოდ წონა აღარ აქვს, ფეხზე ვერ დგება

საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს და ფეხზე ვერ დგება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი "არის ძალიან ცუდად". 

"არის ძალიან ცუდად, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატება, რომ საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს და ვერაფერს შვება. ოპერაციამდე სჭირდება შხამების გამოყვანა, არავითარი ოპერაცია", - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. მორიგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics