05:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 20:07:25, 865 ნახვა

საზოგადოება
შსს - 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა

2022 წელს საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა), ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი, 1 405 552 ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან იყო. საზღვარის კვეთისას 71% უცხოელი იყო, 29% კი - ქართველი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო, შემდეგ კი დეკემბრის თვეში ის თურქეთმა ჩაანაცვლა.

2022 წლის დეკემბრის მონაცემთა მიხედვით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჭარბობს 31-45 წლის ადამიანებში.

საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, ხოლო მესამე - ყაზბეგის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა.


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics