23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 17:58:42, 835 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს

არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მას შემდეგ, რაც ყველა პუნქტი შესრულდება, თუმცა შიდა პრობლემები და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, საქართველოს ამ გზაზე აფერხებს.

"გვახარებს მოლდოვის და უკრაინის მიღწეული წარმატება. გვაქვს რეგულარული კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ეს შიდა პრობლემები გადაწყდება და ყველა პუნქტი შესრულდება. სამწუხაროდ, ზოგი შიდა პრობლემა, და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, აფერხებს საქართველოს ამ გზაზე", - განაცხადა ჰაავისტომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics