|
2023-01-23 14:23:32, 918 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო საქმეთა მინისტრ ვაჰით ქირიშჯის ბერლინში შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. „ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)