|
2023-01-20 12:15:49, 813 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. "ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე",- წერს კობახიძე. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)