10:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 18:20:27, 2068 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და 19 მარტს ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, არჩევნებში დეპუტატების 30%-ს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ, დანარჩენ 70%-ს კი პარტიები წარადგენენ.

სააგენტო Reuters-ის ვარაუდით, ყაზახეთს ათწლეულების განმავლობაში არ ჰყავდა ნამდვილი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და მიუხედავად იმისა, რომ პარტიების რეგისტრაციის მოთხოვნები შემსუბუქდა, საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მთავრობის მომხრე დარჩება.

თოყაევმა მანამდე განაცხადა, რომ დაითხოვს პალატას, რომელიც არჩეულ იქნა 2021 წელს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს დიდი ხნის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი ჩამოართვა ძალაუფლებას და გააკონტროლა საკონსტიტუციო რეფორმები .

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები  2022 წლის სექტემბერში დააანონსა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics