|
2023-01-19 17:09:13, 1809 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში, შემდეგ კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი ხელოვანის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს. პანაშვიდს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ერთად, ესწრებოდა უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)