|
2023-01-19 15:06:06, 1078 ნახვა
საზოგადოება
გმირები არ კვდებიან - უკრაინის კულტურის მინისტრი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეზე
გმირები არ კვდებიან, - ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კულტურის მინისტრმა, რომელიც კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად უკრაინიდან ჩამოვიდა, აღნიშნული სიტყვა ქართულად წარმოთქვა. „ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა უკრაინული სიმღერა ქართულად თარგმნა, ამიტომ მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში მებრძოლები, მაშველები, ექიმები ან არტისტები იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა“, - განაცხადა ალექსანდრე ტკაჩენკომ, რომელმაც მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილიც წაიკითხა. საქართველოს სახალხო არტისტს დღეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)