06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 13:17:59, 1593 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერიის ტენდერი „გრინსერვის პლუსმა“ მოიგო

კომპანია „გრინსერვის პლუსის“, რომლის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე არიან დაკავებული, თბილისის მერიის ტენდერი მოიგო.

ტენდერის პირობების მიხედვით, „გრინსერვის პლუსი“ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოებს ჩაატარებს.

მერიამ 3,5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, კომპანიამ კი მას 3,1 მილიიონი ლარი შესთავაზა. ამ ჟამად კი კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ „გრინსერვის პლუსი“ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავა, მათ შორის არიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მათ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ოქტომბერს შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics