|
2023-01-17 20:20:32, 1266 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეა წულუკიანის საკადრო პოლიტიკის გამო, თანამდებობა დატოვა
კულტურის მინისტრის ხედვა არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას, - ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თეონა ჯაყელი არ იზიარებს თეა წულუკიანის ხედვას მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. "პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები. მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას",- წერია განცხადებაში. თეონა ჯაყელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე 2022 წლის მარტიდან მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)