06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 15:17:05, 1011 ნახვა

საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიაში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი ხელოვნის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საქართველოს სახალხო არტისტის ხსოვნას პატივს პოლიტიკოსები, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მიაგებენ.

ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით 19 იანვარს დაკრძალავენ.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics