06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 11:55:13, 1054 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

როგორც ანთაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ცენტრალურ ხელისუფლებას უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ, გვიან ღამით მიეწოდა.

"გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ვისაუბროთ დეტალებზე", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს შეეხება.

"პრიორიტეტული საკითხები ჩვენთვის არის უცვლელი - ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ვისაუბრებთ ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. მიმოვიხილავთ გასული წლის ტენდენციებს. გასულ წელს იყო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა", - ამბობს ანთაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics